მოღალატე ქმრები ადრე კვდებიან!

მოღალატე ქმრები ადრე კვდებიან!

„Journal of Sexual Medicine“-ში ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ გამოქვეყებული სტატია, რომელიც  მრავალმხრივი ანალიზის შედეგებს მოიცავს, მეტყველებს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ღალატი დაქორწინებულ მამაკაცებზე.

 ამ საინტერესო კვლევის ავტორებმა  შეისწავლეს და გაანალიზეს ყველა სამედიცინო მასალა, რომელიც 2011 წლის 4 დეკემბრამდე გამოქვეყნდა და რომელშიც ნახსენები იყო სიტყვა „ღალატი“, „ქორწინების გარეშე კავშირი“ და „მამაკაცი“. აღმოჩნდა, რომ ხშირად  ძლიერი სქესის წარმომადგენლები ღალატის დროს იღუპებოდნენ. იგივე შედეგს აჩვენებს  გერმანელი პათ-ანატომების სტატისტიკაც, რომელიც ამტკიცებს, რომ  მამაკაცები რომლებიც თავის მეორე ნახევრებს ხშირად ღალატობენ, უფრო ხშირად სახლს გარეთ კვდებიან ვიდრე საკუთარ ლოგინში.

უცხო ადგილას მალულად შეხვედრა  გარკვეულ ფსიქოლოგიურ რეაქციას იწვევს, ზრდის წნევას და ახშირებს გულისცემას, პლიუს ძალიხმევა რომელიც საჭიროა ღალატის დასამალად.  ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ  „არა სანქციონირებული“ სექსი სტრესია, რომელმაც შეიძლება გადაგიყოლოთ. ამ სტრესს კი, ისიც ამძაფრებს, რომ ხშირად საყვარელი, მამაკაცზე გაცილებით ახალგაზრდაა.

არსებობს სხვა მეცნიერების მიერ შემუშავებული სხვა ანალიზები და კვლევები, რომლებიც სრულიად განსხვავებულ შედეგებს იძლევა. მათ შორის, ბევრი მათგანი ამტკიცებს, რომ  ხშირი სექსუალური კავშირები დადებითად მოქმედებენ მამაკაცის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.