თელავში ქუჩების გაწმენდვითი სამუშაოები მიმდინარეობს

თელავში ქუჩების გაწმენდვითი სამუშაოები მიმდინარეობს

თელავში სამაშველო ბრიგადები და შეიარაღებული ძალების რეზერვისტები ქუჩებს წაქცეული ხეებისა და ელექტრობოძებისგან წმედნენ.

სამუშაოებში მონაწილეობს თელავის მოსახლეობაც. ამასთან, დღეს დილიდან ქალაქს ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება.

შეგახსენებთ, კახეთის რეგიონში ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარიშხალმა გურჯაანი, ლაგოდეხი და ყვარელი დააზარალა. განსაკუთრებით დიდი ზარალი იყო თელავში, სადაც ქარიშხალმა ათობით სახლს გადახადა სახურავი, დაანგრია ინფრასტრუქტურა, დააზიანა წყლის სათავო ნაგებობები.

თელავისა და გურჯაანის რაიონის სოფლების დიდ ნაწილში მოსავლის 80 - 100% განადგურებულია, მოსახლეობას დაეხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი.