უშბაზე  დაკარგული  უკრაინელი მთამსვლელები  გარდაცვლილები იპოვეს

უშბაზე დაკარგული უკრაინელი მთამსვლელები გარდაცვლილები იპოვეს

უშბაზე გარდაცვლილი მთამსვლელების ალექსანდრე ტარანიკის და დიმიტრი ვოლოშინის ცხედრებს თბილისში ხვალ გადმოასვენებენ. ამ დროისთვის მაშველები ცხედრების ამოყვანას ცდილობენ, თუმცა მუშაობას მეტეოროლოგიური პირობები ართულებს. როგორც  ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა ამბობს, ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების ღვედის გაუმართაობა გახდა.

მისივე თქმით,  ახლა მაშველები ერთკილომეტრიანი გზის მშენებლობას იწყებენ, რომლითაც საშუალება მიეცემათ ხვალ გარდაცვლილების ცხედრები ერთ-ერთ პლატოზე გადაიყვანონ, შემდეგ კი თვითმფრინავით თბილისში გადმოასვენონ.

გარდაცვლილი ალპინისტების პოვნას მაშველები დღეს დილიდან ცდილობდნენ.

შეგახსენებთ, რომ უშბის დასალაშქრად ოთხი უკრაინელი ალპინისტი 13 ივლისს გაემგზავრა. გუშინ კი ორი მათგანს თოკი გაუწყდა და დაიკარგა.