დღეს საქართველოში  IRI-ის გრძელვადიანი დამკვირვებლები ჩამოვლენ

დღეს საქართველოში IRI-ის გრძელვადიანი დამკვირვებლები ჩამოვლენ

საქართველოში დღეს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის გრძელვადიანი დამკვირვებლები ჩამოვლენ.

ამის შესახებ IRI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეა კირბსმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ოქტომბრის არჩევნებისთვის IRI-ის  საქართველოში გრძელვადიან და მოკლევადიან დამკვირვებლებს გამოგზავნის.

გრძელვადიანი დამკვირვებლები 21 ივლისამდე ტრენინგების გაივლიან და  რეგიონებში _ აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში გადანაწილდებიან.

გრძელვადიანი დამკვირვებლები ჩაატარებენ მოსამზადებელ სამუშაოებს და მომზადებულები დახვდებიან იმ მოკლევადიან დამკვირვებლებს, რომლებიც საქართველოში არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვლენ.

ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდებიან და ყველა რეგიონში იმუშავებენ.