უწყებათაშორის კომისიას განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები დაემატნენ

უწყებათაშორის კომისიას განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები დაემატნენ

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა გაფართოვდა. მას კიდევ ორი წევრი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი დაემატა.

 აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარემ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ მიიღო.

 როგორც უწყებაში აცხადებენ, გაფართოებასთან დაკავშირებით, კომისიამ პარტია „ახალი მემარჯვენეების“ რეკომენდაცია გაითვალისწინა.

 შეგახსენებთ, „მემარჯვენეები“ უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობის გაფართოვების და სხვა სამინისტროებთან ერთად მის მუშაობაში განათლებისა და მეცნიერების, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლების შეყვანის შესახებ ინიციატივით 14 ივლისს, კომისიის მიერ პოლიტიკურ პარტიებთან გამართულ შეხვედრაზე გამოვიდნენ.