ნეაპოლში „მოცარელას მეფე“ დააკავეს

ნეაპოლში „მოცარელას მეფე“ დააკავეს

Caserta News-ის ინფორმაციით, იტალიის პოლიციამ „მოცარელას მეფე“ ჯუზეპე მანდარუ დააკავა. მანდარუ დანაშაულებრივ სამყაროსთან მჭიდრო კონტაქტში დაადანაშაულეს, ხოლო მისი იტალიაში მოცარელას ყველაზე მსხვილი მწარმოებელი  კომპანიიდან Mandara Group-იდან 100 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები ამოიღეს.

იტალიელი სამართალდამცავების ინფორმაციით, მანდარუს 1980-იან წლებში მაფიოზებმა ბიზნესის დასაწყებად ფული მისცეს, ხოლო მის კომპანიას დღემდე კაზელეზების კლანი მფარველობს.