News York Times ქსენია სობჩაკის გაპრეზიდენტებაზე საუბრობს

News York Times ქსენია სობჩაკის გაპრეზიდენტებაზე საუბრობს

ამერიკულმა გაზეთმა პოპულარულ და სკანდალურ ტელეწამყვანს და გაოპოზიციონერებულ ქსენია სობჩაკს „რუსეთის პერის ჰილტონი“ და „პუტინისთვის შერჭობილი ხიჭვი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის იმდენად პოპულარულია, რომ მისი პრეზიდენტობაც არ არის გამორიცხული.

CNN-ის კორესპონდენტი  ჰალა გორანი კი აცხადებს, რომ ის იმდენად პოპულარულია, რომ რუსეთში ახალადანიშნულმა  ამერიკის ელჩმა მოსკოვში ჩასვლისას პირველს მას დაუკავშირდა და შეხვედრაც დაუნიშნა. 

„ქსენია სობჩაკის ახლო მეგობარია ოპოზიციონერი ილია იაშინი, მათი მიზანია, როგორც ისინი ამბობენ, ხალხის გათავისუფლება და პუტინის მმართველობისთვის ბოლოს მოღება, რომელიც საკმაოდ არადემოკრატიული ლიდერია.  ქსენია სარეკლამო რგოლშიც გადაიღეს, რომელშიც ის პუტინს დასცინის და ეს რგოლი 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ასე, რომ სობჩაკი და რუსეთის ახლაგაზრდობა პოპულარიზაციას სოციალური ქსელების მეშვეობით ცდილობს. სწორედ ასე იქცეოდა ბარაკ ობამა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.  ქსენია სობჩაკი საკმაოდ პოპულარული და გავლენიანი გოგონაა რუსეთში, თანაც ის ჯერ მხოლოდ 30 წლისაა“,-აცხადებს გორანი.