სოფელ ბარდუბანთან ავტოკატასტროფას 6 ადამიანი შეეწირა

სოფელ ბარდუბანთან ავტოკატასტროფას 6 ადამიანი შეეწირა

თბილისი-ქუთაისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, თერჯოლის მონაკვეთთან, სოფელ ბარდუბანთან ავტოავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

მიმდებარე ტერიტორიაზე "შკოდას" მარკის ავტომანქანა ჯერ "ბეემვეს", შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა.

მიკროავტობუსი ახალციხე-ქუთაისის რეისს ასრულებდა. 

შეჯახების შედეგად მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. "შკოდაში" ორი ადამიანი, მიკროავტობუსში კი - ოთხი დაიღუპა.

ავტოავარიის შედეგად 6 ადამიანი  დაშავდა. რომლებიც ქუთაისისა და თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს. 

მათგან 5 დაშავებული ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი - კი, რომელიც კომურ მდგომარეობაშია, თბილისის დამწვრობის ცენტრში.