ჩინეთში წყალდიდობამ 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ჩინეთში წყალდიდობამ 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ჩინეთში რამდენიმე დღის გადაუღებელი წვიმების შედეგად, 30 ადამიანი დაიღუპა.  ჩინური მედია რამდენიმე დღის წინ პროვინცია გუიჩჟოუში კიდევ 11 ადამიანის დაღუპვას იტყობინებოდა.

სამოქალაქო ადმინისტრაციის მინისტრის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 7 მილიონი ადამიანი დაზარალდა.  განსაკუთრებული ზიანი მიადგა ცზიანსუს, ანხოის, ხუბეის, სიჩუანის და გუიჩჟოუს პროვინციებს, სტიქიამ 64  000-მდე საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ქვეყანას დაახლოებით 3, 82 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა.