ბიძინა ივანიშვილი: მაჟორიტარები მათი პროფესიონალიზმის მიხედვით შეირჩა

ბიძინა ივანიშვილი: მაჟორიტარები მათი პროფესიონალიზმის მიხედვით შეირჩა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევა მათი პროფესიონალიზმის მიხედვით მოხდა.

ივანიშვილის განმარტებით, კანდიდატების შერჩევის პროცესი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ საკითხს ჯერ გუნდი სწავლობს, შესაბამისად გადაწყვეტილებები გუნდურად მიიღება. თუმცა აღნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ის იღებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი წარსული, თუ როგორი პრინციპებით აქვთ ნაცხოვრები, მათი პროფესიონალიზმი და სხვა თვისებები, რომლებიც მათ დამსახურებაზე მეტყველებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.