გიგა კუხიანიძე საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელ ჯგუფთან იმუშავებს(VIDEO)

გიგა კუხიანიძე საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელ ჯგუფთან იმუშავებს(VIDEO)

საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფის გადაწყვეტილებით, 2012 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფის - საკონკურსო სიმღერაზე ბავშვებთან ერთად პროდიუსერი გიორგი კუხიანიძეც იმუშავებს.

გიორგი კუხიანიძე საბავშვო ევროვიზიასთან უკვე ოთხი წელია თანამშრომლობს და წარმატებული პროდიუსერია. ის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფების „ბზიკებისა“ და „ქენდის“ მუსიკალური ხელმძღვანელი იყო. ჯგუფი „ბზიკები“ 2008 წლის, ხოლო ჯგუფი „ქენდი“ 2011 წლის საბავშვო ევროფესტივალების გამარჯვებულები გახდნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა 2012 წლის საბავშვო ევროვიზიისთვის ქეთი სამხარაძე, ნინი დაშნიანი, ელენე არაჩაშვილი და ლუკა შეარჩია და ჯგუფში გააერთიანა. ჯგუფს სახელი უახლოეს პერიოდში დაერქმევა.

საქართველოს საკონკურსო სიმღერა ეროვნული კონკურსის ფინალური კონცერტის შედეგად სექტემბერში გამოვლინდება.

რიგით მეათე საბავშვო ევროფესტივალს ჰოლანდია მასპინძლობს. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) და ჰოლანდიის მაუწყებელმა (AVRO) გაახმოვანეს, რომ კონკურსი 2012 წლის პირველ დეკემბერს „ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში“ (HMH) ჩატარდება