მაიკლ ჯექსონის გულშემატკივები, მასზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმს სექტემბერში იხილავენ (VIDEO)

მაიკლ ჯექსონის გულშემატკივები, მასზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმს სექტემბერში იხილავენ (VIDEO)

რეჟისორი სმაიკ ლი, რომელიც პოპ-მეფის მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობს, აცხადებს, რომ მას მაყურებელი ძალიან მალე იხილავს. სურათი მოგვითხობს ჯექსონის ცხოვრების იმ პერიოდზე, როდესაც მისი ყველაზე წარმატებული ალბომი Bad-ი გამოვიდა.  

ფილმში ნაჩვენები იქნება მაიკლის, როგორც არტისტის ჩამოყალიბება.  ალბომი Bad-ის შემდეგ გამოვიდა, მისი მეორე  ალბომი Thriller-ი რომელიც 30 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. 

ფილმის რეჟისორი სმაიკ ლი, ჯექსონთან მეგობრობდა და მისი რამდენიმე კლიპის რეჟისორიც იყო. როგორც თავად ამბობს, მან მაიკლთან მუშაობის დროს მის ცხოვრებაზე ძალიან ბევრი, ახალი და საინტერესო რამ გაიგო. სწორედ ამ საინტერესო ფაქტებით იქნება სავსე ფილმი, რომელსაც მაყურებელი 18 სექტემბერს დიდ ეკრანზე იხილავს.

ფილმი ალბომი Bad-ის 25 წლის იუბილეზე გამოვა, რომელიც წელს, 18 სექტემბერს აღინიშნება. ფილმში შევა მაიკლის მრავლისმომცველი კადრები, რომლებიც აქამდე არავის უნახავს.  რეჟისორის განცხადებით, მისთვის ჯექსონების ოჯახური არქივი მთლიანად ხელმისაწვდომი იყო.  შესაბამისა, ბევრი ახალი რამ აღმოაჩინა. მაგალითად, სიმღერა Bad-ის 60-ამდე ვერსია, რომელთაგანაც მხოლოდ 11-ია გამოცემული.

სექტემბრისთვის, ასევე იგეგმება ალბომი Bad-ის ხელახალი გამოცემა, რომელშიც დღემდე გამოუქვეყნებელი კომპოზიციები შევა.  მუსიკალურ ალბომს თან დაერთვება DVD დისკი, სადაც ჩაწერილი იქნება დოკუმენტური მასალა, თუ როგორ იღებდა სპაიკ ლი, ბიოგრაფიულ ფილმს  პოპ-მეფეზე. რეჟისორის სიტყვებით ამ DVD-ის ნახვა ჯექსონის გულშემატკივრებისთვის დიდი სიურპრიზი იქნება, რადგან თავიანთ კუმირზე, ბევრ საინტერესო და აქამდე უცნობ ფაქტს შეიტყობენ. მაიკლი მათ წინაშე ცოცხალი და ბუნებრივი წარსდგება, ისეთი როგორიც სინამდვილეში იყო.  ზოგჯერ სასაცილო და სულელური, ზოგჯერ სერიოზული და მკაცრი, პოპ-მეფე მთელი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.