ბიძინა ივანიშვილის ახალი კლიპების ავტორი გიგა ნასარიძეა

ბიძინა ივანიშვილის ახალი კლიპების ავტორი გიგა ნასარიძეა

ყოფილმა ტელეწამყვანმა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს უკვე ყოფილმა  წევრმა გიგა ნასარიძემ რამდენიმე დღის არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება“ დაარსა და თავის პოლიტიკური მიზნების შესახებ ღიად განაცხადა.  ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს ის, რომ ივანიშვილს გააგებინონ, რომ საქართველო არ იყიდება, ამისთვის კი გიგა ნასარიძე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის დაწყებას გეგმავს.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს დატოვებას, ნასარიძემ ეს განცხადება საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე დატოვა.

„ბატონებო და ქალბატონებო, ვისაც ძალიან გადარდებდათ ჩემი სამეურვეო საბჭოს წევრობა, შეგიძლიათ შვებით ამოისუნთქოთ, მე გადავწყვიტე რომ დავტოვო საბჭო და ამის შესახებ ვაცნობე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს. მალე ეს ყველაფერი ოფიციალურად გაფორმდება და რადგან მე ღიად გაცხადებული პოლიტიკური მიზნებიც მაქვს ყველაფერი თავის ადგილას დადგება, სამეურვეო საბჭოს და მთლანად საზოგადოებრივ მაუწყებელს ვუსურვებ წარმატებებს საქმიანობაში:) " ,- ნათქვამია  ნასარიძის განცხადებაში.