„მაესტრო“ - მედიას, დიპკორპუსს და საერთაშორისო დამკვირვებლებს მიმართავს

„მაესტრო“ - მედიას, დიპკორპუსს და საერთაშორისო დამკვირვებლებს მიმართავს

ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლები ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებენ.

მიმართვის ადრესატები  მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო დამკვირვებლები არიან.

„გავრცელების არეალის გაფართოების მიზნით, ტელეკომპანია მაესტრომ 2012 წლის 3 ივლისს პიარ კამპანია დაიწყო სახელწოდებით: „მაესტრო ყველა ოჯახში“, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის ზაფხულის განმავლობაში რეგიონების მასშტაბით სატელიტური თეფშების მონტაჟი იგეგმებოდა. პირველი სიმბოლური თეფში სოფელ ხანდაკში 3 ივლისს დამონტაჟდა. 2012 წლის 11 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად“ სასამართლოს „ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ შემოტანილი ანტენების დაყადაღების“ მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე 2012 წლის 11 ივლისსვე განიხილა და დააკმაყოფილა.

საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას. ტელეკომპანია „მაესტრო“ აცხადებს, რომ არის დამოუკიდებელი კერძო კომპანია, რომლის ერთადერთი ინტერესი განვითარება და აუდიტორიის გაზრდაა. სატელიტური თეფშების მონტაჟის გადაწყვეტილებაც ტელეკომპანიის ბიზნესგეგმაა და ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მისი შეფერხებით მთავარი პროკურატურა და სასამართლო ხელს უშლის „მაესტროს“, როგორც თავისუფალი მედიასაშუალების ზრდა-განვითარებას და შესაბამისად, საზოგადოების უფლებას ზღუდავს, მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია, რაც არჩევნებამდე 2 თვით ადრე განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემად გვესახება“, - აღნიშნულია მიმართვაში.

The statement  of TV-Company Maestro’s owners

To media, NGOs, the diplomatic corps accredited in Georgia, international Observers

In order to expand the distribution area of TV-Company Maestro, PR-campaign was launched on July 3, 2012, entitled: "Maestro in all family", in the frame of this campaign during the summer, installation of satellite dishes throughout the region was planned. The first symbolic satellite dish was installed in the village of Khandaki 3rd of July.

 The General Prosecutor’s Office has released a statement on July 11, 2012, and "in accordance with the Criminal Procedure Law," applied the court with the request of the “sequestering of imported antennas” of TV-company Maestro. The court discussed and satisfied the petition without the oral hearing on 11th of July, 2012. The prosecutor explained that the measures aimed at protecting the pre-election process from the possible criminal interference and ensuring electoral rights and freedom of speech of citizens and political parties.

TV-company Maestro announces that it is an independent private company, whose sole interest is to increase the development and amount of the audience.

Satellite dishes installation is company's one of the business plan and management believes that by the impediment the Prosecutor’s office and  court hinders Maestro, as a free media, in growth  and development, consequently, it restricts the right of the society to receive a variety of information, which is the most important problem especially 2 months before the election.

 Founders of TV-company MAESTRO