რუსეთი ბაშარ ასადის რეჟიმის შეიარაღებას ისევ გააგრძელებს

რუსეთი ბაშარ ასადის რეჟიმის შეიარაღებას ისევ გააგრძელებს

Independent-ის ინფორმაციით, მსოფლიო საზოგადოებას იმედი გაუჩნდა, რომ რუსეთი ბაშარ ასადის რეჟინის იარაღით მომარაგებას შეწყვეტდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სირიის ოპოზიციის დელეგაციამ მოსკოვი განრისხებულმა დატოვა, ეს იმედიც გაქრა. რუსეთმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში მთელი სამხედრო ფლოტილია გაგზავნა.

რამდენიმე დღის წინ,ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ სირიის იარაღით მომარაგებას შეწყვეტს, თუმცა ფედერალური სამსახურის წარმოამდგენლის ვიაჩესლავ ძირკალნის განცხადებით, რუსეთმა სირიის წინაშე აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

„საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ემბარგოს დადებას ვაპირებთ სირიის იარაღით მომარაგებაზე, არასწორია. რუსეთს ამ ქვეყნის წინაშე ადრე აღებული ვალდებულებები გააჩნია, ისინი სრულდება და შესრულდება კიდეც“,-აცხადებს ძირკალნი.