NDI:  გამოკითხულთა 71%- მა ბიძინა ივანიშვილის სამოქმედო გეგმის შესახებ არ იცის

NDI: გამოკითხულთა 71%- მა ბიძინა ივანიშვილის სამოქმედო გეგმის შესახებ არ იცის

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI -ის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 71% - მა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სამოქმედო გეგმა არ იცის.

27 მაისს თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა თქვა „ჩემი პირველი განცხადებიდან 7 თვე გავიდა და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც ვგეგმავდი და გააზრებული მქონდა“. იცით თუ არა ივანიშვილის გეგმის შესახებ?  NDI-ის მიერ გამოკითხულთა 17%-მა გეგმა იცის, 10% კი აღნიშნავს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.

აღნიშნული კვლევა საქართველოში 4-დან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში საქართველოს მაშტაბით 6 299 მოქალაქე გამოიკითხა.

კვლევა ჩატარებულია თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, გორში, თელავში, ზუგდიდში, ქობულეთში და სხვა ქალაქებში, ასევე სოფლების საარჩევნო ოლქებში და უბნებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. კვლევის  შედეგები დღეს NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ წარმოადგინა.