NDI -ის კვლევის მიხედვით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ცნობილია

NDI -ის კვლევის მიხედვით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ცნობილია

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლიუს ნავარომ NDI-ის კვლევების მიხედვით საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები გამოავლინა. მისი თქმით,  ეს სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა, ჯანდაცვა, სიღარიბე და პენსიებია.

თემაზე - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“  NDI-მ კვლევა 4 ივნისიდან - 22 ივნისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 6,299 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩაატარა.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) დაფინანსებით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განცხადებით, რეიტინგები ასევე მედიას, ადგილობრივი და ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს ეხება. აღნიშნული კვლევა პოლიტიკური პარტიების რეიტინგს არ ასახავს.