მეუფე იობი: მოგიწოდებთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ ეგ ბარათები

მეუფე იობი: მოგიწოდებთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ ეგ ბარათები

მეუფე იობის განცხადებით, სინოდის გადაწყვეტილება ID ბარათებთან დაკავშირებით შეცვალეს. ამის შესახებ  მეუფე იობმა გუშინ, რუისის საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებაზე  განაცხადა. მან , კვლავ მოუწოდა მრევლს რომ არ აიღონ ელექტრონული ბარათები.

"პატრიარქმა თქვა, რომ ID  ბარათი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, მაგრამ რადგან არსებობს ხალხში აზრთა სხვადასხვაობა მოეთხოვოს მთავრობას, რომ გასცეს ალტერნატიული ბარათებიო, ანუ ჩიპების გარეშე. საღამოს კი ტექსტი შეცვალეს და თქვეს, რომ ეს არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, ამიტომ მისი აღება შესაძლებელიაო. აქედან გამომდინარე,  ხელისუფლებას ეკლესიაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. ხალხი არის დიდ გაუგებრობაში. მე მოგიწოდებთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ ეგ ბარათები. ვინც მას აიღებს სულიწმინდის მადლი განეშორება. ხელისუფლება ითვალისწინებს სექტანტების გადაწყვეტილებებს და ჩვენსას არ ითვალისწინებს,"- განაცხადა მეუფე იობმა ქადაგებისას.