ფრანგი ჟურნალისტი ევროკავშირის მისიის დამკვირვებლებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებს

ფრანგი ჟურნალისტი ევროკავშირის მისიის დამკვირვებლებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებს

ndi.org-ის -ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის საიტზე გამოქვეყნდა ფრანგი ჟურნალისტის ჟან პიერ ჟამენის სტატია სათაურით „შეუსრულებელი მისია“, სადაც ფრანგი ჟურალისტი საუბრობს, როგორ უკეთებენ პროვოცირებას რუს მესაზღვრეებს ევროკავშირის დამკვირვებლები და როგორ უხდიან ქართველებს ფულს, რათა სპეციალურად დაარღვიონ საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარი. სტატიის შემოკლებულ ვარიანტს From.ge გთავაზობთ.

ჟან პიერ ჟამენის აზრით, ბოლო პერიოდში მსოფლიო არაერთხელ გახდა მოწმე, ევროპული სახელმწიფოები, პირველ რიგში ისინი, ვინც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შედიან, საერთაშორისო ნორმების დარღვევით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ომს აღვივებენ. ახლა იმიტომ, რომ „შეიარაღებული მაფია“ შეკვეთებით მოამარაგონ და ეკონომიკური კრიზისის შედეგები შეამცირონ, კავკასიას მიადგნენ.

„მე ბევრჯერ მომიწია ყოფნამ კავკასიაში, მინდა ვთქვა, რომ იქ ძალიან თბილი და მეგობრული ხალხი ცხოვრობს. ვიცი, როგორ სძულთ სააკაშვილი თვით საქართველოშიც და მის ყოფილ რესპუბლიკებშიც-აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ გამოეყვნენ მას.  სააკაშვილის მიერ პროვოცირებული ომის შემდეგ, ერთი თვის თავზე, ევროკავშირის დამკვირვებელების 200-კაციანი სამოქალაქო ჯგუფი საქართველოში გაიგზავნა.

მათ ძირითად მისიას, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების პირობების დაცვა , ახალი შეიარაღებული კონფლიქტების ჩახშობა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვართან მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს“,-წერს ჟურნალისტი.

თუმცა, ფრანგი ჟურნალისტის აზრით, ევროკავშირის წარმომადგენლები არ ასრულებენ თავის მისიას და კონფლიქტს, პირიქით აღვივებენ, რადგან მათ ინტერესს კავკასიაში მშვიდობის დაცვა არ წარმოადგნეს. ჟურნალისტი თავისი მეგობრის, ევროკავშირის მისიის დამკვირვებლის მონათხრობზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მისიის წარმომადგენლები ფულს უხდიან სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრებ ქართველებს, რათა მათ სპეციალურად დაარღვიონ ქართულ-ოსური საზღვარი რუსი მესაზღვრეების თვალწინ.

„ჩემი მეგობრის განცხადებით, სასაზღვრო რაიონებში მცხოვრებ ფსიქიურად არაჯანმრთელ ადამიანებს, საზღვრის გადაკვეთაში  100-300 დოლარს უხდიან, რაც ღარიბი საქართველოსთვის, არცთუ მცირედი თანხაა. მარტო აპრილის თვეში ქართველებს 800 ამერიკული დოლარი გადაუხადეს. გარდა ამისა, საზღვრის უკანონოდ გადალახვაში თვით მისიის დამკვირვებლებიც მონაწილეობენ, ისინი მიდიან რუს მესაზღვრეებთან, ესაუბრებიან და ამ ყველაფერს ვიდეოკამერაზე იღებენ, შემდეგ საუბრობენ, როგორ ირღვევა საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ ქართველთა უფლებები და ინტერესები.   ჩემი მეგობრის განცხადებით, ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს აქვთ თუ არა სურვილი, მსგავს ოპერაციებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, რადგან ეს მათი კონკრეტული დავალებაა“,-წერს ჟურნალისტი.  

ფრანგი ჟურნალისტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ანჟეი ტიშკევიჩის მოხსნებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ  სიტუაცია რეგიონში მხოლოდ ცალმხრივად შუქდება. ამ მოხსენებაში არ მოხვდა მაგალითად ის ფაქტი, რომ 2012 წლის იანვრიდან დაწყებული, გალის რაიონში დაღუპულია 11 კაცი, მათ შორის მილიციის თანამშრომლები და რომ ქართული მხარის მიერ ხორციელდება ტერაქტები. ყველა ამ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, რომ რუსმა მესაზღვრეებმა პროვოკაცია მუქარად მიიღონ და სისხლიც დაიღვაროს.  

მე ძალიან მეშინია ჩემი მეგობრების, რომლებიც კავკასიაში არიან. რადგან როგორც ისტორია გვიჩვენებს, პატარა პროვოკაციიდან ფართომასშტაბიან ომამდე ერთი ნაბიჯია“,-აღნიშნავს                         ჟან პიერ ჟამენი.