„საქართველოს განვითრების კვლევის ინსტიტუტი“ პრემიერისთვის უფლებამოსილების გაზრდას დემოკრატიის პრინციპების დარღევად აფასებს

„საქართველოს განვითრების კვლევის ინსტიტუტი“ პრემიერისთვის უფლებამოსილების გაზრდას დემოკრატიის პრინციპების დარღევად აფასებს

„საქართველოს განვითრების კვლევის ინსტიტუტი“ პრემიერ-მინისტრისთვის უფლებამოსილების გაზრდის ფაქტს აპროტესტებს. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ცვლილებები ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე, მე-80 მუხლებს და შეიცავს პოლიტიკურ საფრთხეებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პრემიერის კომპეტენციის ფარგლებში მის მიერვე განსაზღვრულ ნებისმიერ პირს შეეძლება ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის-ბრძანების გამოცემა. ასეთი ფართო უფლებამოსილებები კი მათი თქმით, შეიძლება განახორციელოს პირმა, რომელსაც ხალხის მიერ უშუალოდ არჩეულ პარლამენტთან არავითარი შეხების წერტილი არ გააჩნია.

„კონსტიტუციაში მკაცრად არის გაწერილი, როგორც მთავრობის ფორმირების პროცედურა, ასევე პირთა წრე, რომლებსაც ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება გააჩნიათ. პრემიერის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც არც ერთ ამ სავალდებულო პროცედურას არ გაივლის და არც ბრძანების გამოცემის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით სარგებლობს, შეუძლია გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები პრემიერის კომპეტენციის ფარგლებში, რაც არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ცვლილება შეიცავს პოლიტიკურ საფრთხეებსაც, რაც მათი თქმით, გამოიხატება იმაში, რომ იძლევა საშუალებას, რომ პრემიერმა “შავი სამუშაო” შეასრულებინოს სხვებს, თავად კი პასუხისმგებლობა აირიდოს თავიდან.

განცხადებაში ისიც არის არნიშნული, რომ პრემიერ-მინისტრის შესაძლებლობა ძალაუფლება მის მიერ განსაზღრულ პირს გადასცეს, ამასთანავე პრობლემურია.

„პრემიერ-მინისტრისთვის კოორდინაციის უფლებამოსილების მინიჭებით ხაზგასმულია ამ საკითხის მნიშვნელობის მაღალი დონე, ხოლო მისი დელეგირება უფრო დაბალი რანგის პირზე, აშკარად ამცრობს საკითხის მნიშვნელობას და საფრთხეს უქმნის თვით კოორდინაციის განხორციელების შესაძლებლობას“ - აცხადებენ ორგანიზაციააში.

განცხადაების თანახმად, სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების წესის რეგლამენტით მოწესრიგება, პირველ ყოვლისა, აკნინებს პარლამენტის კონტროლის ფუნქციებს მთავრობაზე.

„ამასთანავე, მთავრობას შეუძლია რეგლამენტის მიღებისას არ განსაზღვროს კვორუმი და სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება მიანიჭოს დამსწრეთა უმრავლესობას. მრავალპარტიული პარლამენტის კოალიციური მთავრობის პირობებში შესაძლებელია უმცირესობაში მყოფმა რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა მინისტრებმა მიიღონ სამართლებრივი აქტი მთავრობის სახელით“, - ნათქვამია „საქართველოს განვითრების კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებაში.