დღეს მსოფლიო კოცნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს(VIDEO)

დღეს მსოფლიო კოცნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს(VIDEO)

6 ივლისი კოცნის საერთაშორისო დღეა.  ეს დღე პირველად დიდ ბრიტანეთში, 20 წლის წინ აღნიშნეს, შემდეგ ტრადიციად დამკვიდრდა და დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა, ქვეყნებში, სხვადასხვა, ღონისძიებები იმართება. მათ შორის, კოცნის კონკურსები: „ყველაზე ხანგრძლივი კოცნა“, „ყველაზე ლამაზი კოცნა“, „ყველაზე უჩვეულო კოცნა“ და ა.შ.

სხვათა შორის, წელს „ყველაზე ხანგრძლივი კოცნის“ მსოფლიო რეკორდი ტაილანდში  გეი წყვილმა მოხსნა. ისინი ვალენტინობის დღეს ერთმანეთს 50 საათი, 25 წუთი და ერთი წამი კოცნიდნენ.  დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რუსეთის 60 ქალაქი ერთი აქციის „ყველაზე მასობრივი კოცნის“ ირგვლივ გაერთიანდა, რომლის ფარგლებშიც მოედნებზე შეკრებილი დაახლოებით 1,5 ათას ადამიანი ერთმანეთს აკოცებს.   

ცნობილი კოცნები:

1990 წლის 15 სექტემბერს ამერიკელმა მამაკაცმა, მინესოტის შტატიდან ფესტივალის ფარგლებში 8 საათის განმავლობაში 8011 ადამიანს აკოცა.

პირველი კოცნა ეკრანზე: 1896 წელი, თომას ედისონის ფილმი „კოცნა“. მეი ირვინისა და ჯონ რაისის მონაწილეობით, გაგრძელდა 30 წამი.

ფილმი, რომელშიც ყველაზე მეტი 191 კოცნაა: 1926 წლის „დონ ჟუანი“.

ყველაზე ხანგრძლივი კოცნა კინოს ისტორიაში: 1940 წელს გადაღებულ ფილმში You’re in the Army Now რეჯის ტუმი და ჯეინ ვაიმენი 185 წამის განმალვობაში კოცნდინენ ერთმანეთს.

კოცნა სასარგებლოა:

კოცნას მოქმედებაში მოყავს სახის 200 კუნთი. ასეთი სახის „ვარჯიში“ წარმოადგენს ნაოჭების პროფილაკტიკას.

კოცნის დროს წყვილი ერთმანეთს გადასცემს ნივთიერებათა კომპლექსს (ცხიმებს, მარილებს), რაც თავის მხრივ აძლიერებს იმუნიტეტს.

რომანტიკული კოცნისას იწვება 2-3 კალორია, ხოლო ფრანგული კოცნის დროს კი ხუთი და მეტი.

კოცნისას ტუჩები 200-ჯერ უფრო მგრძნობიარეა ვიდრე თითები.

მამაკაცები რომლებიც სამსახურში წასვლის წინ კოცნიან მეუღლეებს, 5 წლით მეტხანს ცოცხლობენ.

ვნებიანი კოცნა რომელიც 90 წამზე მეტხანს გრძელდება იმ მომენტში ზრდის წნევას, პულსს და ჰორმონების რაოდენობას სისხლში.

 კოცნის დროს ორგანიზმში გამომუშავდება ნარკოტიკული ნივთიერება რომელიც 200-ჯერ ძლიერია მორფინზე.

სწორედ ამიტომ კოცნისას ადამიანი განიცდის სიხარულს, ბედნიერებას, გაოცებასა და თავბრუსხვევას.