ბაღათურია სტრასბურგში სააკაშვილის მამხილებელ დოკუმენტებს ჩაიტანს

ბაღათურია სტრასბურგში სააკაშვილის მამხილებელ დოკუმენტებს ჩაიტანს

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ევროსაბჭოში მიემგზავრება, სადაც ევროსაბჭოს ლიდერებს პრეზიდენტის მამხილებელ დოკუმენტებს გადასცემს.

ამის შესახებ from.ge-ს თავად ბაღათურიამ განუცხადა. მისი თქმით, ევროსაბჭოში უკეთესად უნდა იყვნენ ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და იმის თაობაზე თუ ვინ მართავს სახელმწიფოს.

„ევროსაბჭოს ლიდერებს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციაში მონაწილეობის შესახებ დოკუმენტებს, ფოტო და ვიდეო მასალებს გადავცემ“,  – აღნიშნა ბაღათურიამ.

„ქართული დასის“ ლიდერი სავარაუდოდ, სტრასბურგში ჩაიტანს იმ ვიდეო ჩანაწერსაც, რომელიც ბაღათურიას და პრეზიდენტის პარლამენტში შეკამათებას შეეხება. ამ სხდომაზე პრეზიდენტი ბაღათურიას „ტალახში გორაობითა და დაზელვით“ დაემუქრა. ბაღათურიამ კი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციაში მონაწილობაზე ისაუბრა.