ბიძინა ივანიშვილი: ახალაია შს მინისტრად უნდა გადაეყვანათ და მერაბიშვილს მოეფერნენ, თითქოს რაღაც უფლებები გაეზარდა

ბიძინა ივანიშვილი: ახალაია შს მინისტრად უნდა გადაეყვანათ და მერაბიშვილს მოეფერნენ, თითქოს რაღაც უფლებები გაეზარდა

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის  განცხადებით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვანო მერაბიშვილისათვის არც პოსტის შეცვლას და არც უფლებამოსილების გაზრდას. მისი თქმით,  განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ ფორმალობაა.  ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ს საელჩოში გამართულ მიღებაზე განუცხადა.

 "საკანონმდებლო ცვლილებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არც მერაბიშვილის პოსტს და არც უფლებების გაზრდას. ეს ყველაფერი ფორმალობაა. ახალაია შს მინისტრად უნდა გადაეყვანათ და მერაბიშვილს მოეფერნენ, თითქოს რაღაც უფლებები გაეზარდა", - განაცხადა ივანიშვილმა.