წმინდა სინოდის განჩინება 19:00 საათზე გახდება ცნობილი

წმინდა სინოდის განჩინება 19:00 საათზე გახდება ცნობილი

წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და განჩინება სავარაუდოდ დღეს, 19:00 საათზე გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა ანტონმა განუცხადა.

მან  მრევლს მოთმინებისკენ მოუწოდა და თხოვა  წმინდა სინოდის განჩინებას დაელოდნონ.

სინოდის სხდომა დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა და 15:00 საათისთვის დასრულდა. დასრულების შემდეგ კი სინოდის წევრებმა საპატრიარქოს შენობა უკომენტაროდ დატოვეს. ამიტომ უცნობია, თუ რა საკითხები განიხილეს მათ.

გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოში სტუდია GNS-ის მიერ მომზადებული სიუჟეტისა და მასთან დაკავშირებული განცხადებების შესახებ იყო მსჯელობა. სავარაუდოდ, ერთ-ერთი საკითხი  ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი ბარათების თემა იყო.

საპატრიარქოს შესასვლელთან მრევლი და სასულიერო პირები ამ დრომდე იმყოფებიან. ისინი განჩინებას ელოდებიან.