პირობით ვადამდე 31 პატიმარი გათავისუფლდა

პირობით ვადამდე 31 პატიმარი გათავისუფლდა

საპატიმროები ვადაზე ადრე 31-მა პატიმარმა დატოვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა საბჭოებმა ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ მიიღო.

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის პრინციპის თანახმად, განცხადებებს საბჭოები ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ, შემდეგ კი იმართება ზეპირი მოსმენა, რომელსაც მსჯავრდებული და ადვოკატი ესწრება.

5 წევრიანი საბჭოები დაკომპლექტებულია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლებით.

საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.