ოლიმპიადაზე სამეფო სპორტშიც წარვსდგებით

ოლიმპიადაზე სამეფო სპორტშიც წარვსდგებით

 ლონდონში ამჟამად უიმბლდონის დიდი სლემის ტურნირი მიმდინარეობს, რომლის დასრულებიდან სულ რამდენიმე დღეში „უიმბლდონის“ კორტებზე სტარტს ჩოგბურთში ოლიმპიური ტურნირი აიღებს, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები იბრძოლებენ მედლებისთვის.

სასიხარულოა, რომ ოლიმპიური თამაშები ამ პრესტიჟულ სპორტის სახეობაში ქართველების გარეშე არ ჩაივლის. გეცოდინებათ რამდენიმე დღის წინათ გადაწყდა, რომ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის კვოტით ანა ტატიშვილს და მარგალიტა ჩახნაშვილს ლონდონში მონაწილეობის უფლება მიენიჭათ და სწორეს ამ თემას შეეხო დღეს ოლიმპიურ კომიტეტში გამართული პრესკონფერენცია.

„ორი ლიცენზია ჩოგბურთში შესანიშნავი შედეგია, თანაც ერთეულთა გარდა ჩვენები წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებენ. ჩოგბურთის ფედერაციასთან წლებია ვთანამშრომლობთ და ვფიქრობ შედეგიც სახეზეა. სეოკ-მა კონკრეტულად ანა ტატიშვილზე გააკეთა აქცენტი და მანაც იმედები არ გაგვიცრუა. ორი ლიცენზიანტი სპორტსმენი ჩოგბურთში აქამდე ოლლიმპიადაზე არასოდეს გვყოლია და ეს ანა ტატიშვილის გარდა ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლეილა მესხის დამსახურებაცაა. დარწმუნებული ვარ ბევრი ახალგაზრდა ჩოგბურთელისთვის სტიმული გახდება ტატიშვილისა და ჩახნაშვილის ასპარეზობა ლონდონში. მინდა მათ წარმატებები ვუსურვო“ - აღნიშნა გია ნაცვლიშვილმა

თავის მხრივ ლეილა მესხმა ოლიმპიურ კომიტეტს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისათვის. მისი თქმით ტატიშვილი მუდმივად ასპარეზობს სხვადასხვა ტურნირებში და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას არ განიცდის.„დახატე შენი კულტურული მემკვიდრეობა”