დავით გამყრელიძე: ქვეყანაში მილიარდების კი არა  იდეების, პროგრამებისა და პრიორიტეტების ჭიდილი უნდა იყოს

დავით გამყრელიძე: ქვეყანაში მილიარდების კი არა იდეების, პროგრამებისა და პრიორიტეტების ჭიდილი უნდა იყოს

 „მე ვეთანხმები ევროპარლამენტარებს, რომ ხელისუფლება და კოალიცია „ქართული ოცნებაც“  არათანაბარ პირობებში გვაყენებს.  ერთიც და მეორეც  უზარმაზარი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსებით მანიპულირებს. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ წინასაარჩევნოდ ყველანი ჩავდგეთ თანაბარ პირობებში“, ამის შესახებ,  „ახალი მემარჯვენეების“  ლიდერმა დავით გამყრელიძემ   ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატების შეფასებისას განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, „ახალ მემარჯვენეებს“ არ აქვს მილიარდები და არც  მილიარდერი ლიდერი ჰყავთ.

„ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს არა მილიარდების ჭიდილი, რაც დღეს სახეზეა, არამედ იდეების, პროგრამების და პრიორიტეტების ჭიდილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.