დავით ზურაბიშვილი:  ისე არაა, როგორც სურთ  წარმოაჩინონ,  თითქოს  მთელი ევროპა გამოვიდა და თქვეს: ხელები შორს წმინდა მიხეილ სააკაშვილისგანო

დავით ზურაბიშვილი: ისე არაა, როგორც სურთ წარმოაჩინონ, თითქოს მთელი ევროპა გამოვიდა და თქვეს: ხელები შორს წმინდა მიხეილ სააკაშვილისგანო

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი  გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროპარლამენტში დებატებისას  პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მისამართით კრიტიკა გაისმა და კონკრეტულად,  ხაზგასმას, რომ კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გაზპრომის წილის მფლობელია სირცხვილს უწოდებს და  ირწმუნება, რომ კარგა ხანია ყველასთვის ცნობილია, რომ ივანიშვილი არანაირ გაზპრომის წილს არ ფლობს.

ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლების, როგორც მხარდასაჭერი,  ასევე საკმაოდ კრიტიკული  გამოსავლებიც იყო.

„ ეს  არ იყო ისე, როგორც სახელისუფლებო არხებს უნდათ წარმოაჩინონ.  თითქოს,  ვიღაც რაღაცას შეეცადა და მთელი ევროპა გამოვიდა და თქვეს:  ხელები შორს წმინდა მიხეილ სააკაშვილისგანო. მსგავსი რამ არ მომხდარა. ხელისუფლების მიმართ, სერიოზული კრიტიკა და პროსახელისუფლებო გამოსვლებიც იყო. ამის შესახებ,  საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მაშინვე მიეწოდება, როდესაც  ის კადრები და ჩვენი წარმომადგენლები ჩამოვლენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, სახელისუფლებო არხები ცხადია,  ყველაფერის ამ ხელისუფლების სასარგებლოდ წარმოჩენას ცდილობენ.

რაც შეეხება,   ევროპარლამენტის ტრიბუნიდან „ქართული ოცნებისადმი“  კრიტიკას ზურაბიშვილი განმარტავს, რომ  ევროპარლამენტში „გარკვეულ“ დეპუტატთა ჯგუფს ხელისუფლების სჯერათ და მიაჩნიათ კიდევაც, რომ  მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან მებრძოლია.

„ეს არის ხალხი,  რომლებიც მზად არიან ნებისმიერი ცილისწამება და სისულელე გაიმეორონ, რასაც ხელისუფლება  ეტყვით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.