„ბონ ჯოვის“ სოლისტი Avon-ის სარეკლამო სახე გახდა(VIDEO)

„ბონ ჯოვის“ სოლისტი Avon-ის სარეკლამო სახე გახდა(VIDEO)

ამ ინფორმაციამ შეიძლება ბევრი გააოცოს, მაგრამ ფაქტი ფაქტია და ჯონ ბონ ჯოვი კი Avon-ის სარეკლამო სახე.   ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფის სოლისტმა გააფორმა კონტრაქტი კოსმეტიკური საშუალებების ფირმა  Avon-თან.

მუსიკოსი Avon-ის ახალი არომატის ხაზს Unplugged წარმოადგენს.  ჯონ ბონ ჯოვი გახდება,  როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ახალი პარფიუმის სახე.

გადაღებები, სარეკლამო კამპანიის ფარგლებში 50 წლის როკერის მონაწილეობით უკვე დაიწყო. ინტერნეტში გამოჩნდა პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან. რაც შეეხება, სუნამოს ახალ ვიდეორგოლს მომღერლის გულშემატკივრები მას შემოდგომის დასაწყისში იხილავენ.

 სუნამო Unplugged-ის ქალბატონების ვერსია ოქტომბერში იქნება ხელმისაწვდომი. Avon-ის წამომადგენლების განცხადებით მას ყვავილებისა და მსუბუქი აღმოსავლური მცენარეების სურნელი ექნება. ხოლო, რაც შეეხება, პარფიუმის მამაკაცის ვერსიას, ის უფრო მკაცრი იქნება და ცივი მამაკაცური სურნელიც ექნება. მამაკაცთა ახალი პარფიუმი გაყიდვაში ნოემბრის თვიდან გამოვა.