სინოდის სხდომა საპატრიარქოს წარმომადგენლებმა უკომენტაროდ დატოვეს

სინოდის სხდომა საპატრიარქოს წარმომადგენლებმა უკომენტაროდ დატოვეს

ცოტა ხნის წინ წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა, თუმცა სინოდის წევრებმა საპატრიაქოს შენობა უკომენტაროდ დატოვეს.

სავარაუდოდ სხდომაზე სტუდია GNS-ის მიერ მომზადებული სიუჟეტისა და მასთან დაკავშირებული განცხადებების შესახებ იმსჯელეს.

გადაცემა "კვირის რეპორტაჟში" 1-ელ ივლისს გავიდა სიუჟეტი, რომელშიც, გადაცემის წამყვან ნანა ლეჟავას ინფორმაციით, ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ფარულად არის ჩაწერილი. მიტროპოლიტი ყვება, რომ „საერო პირების მხრიდან, განსაკუთრებით კი გიგი უგულავასგან, პატრიარქის მიმართ ხშირად ადგილი აქვს ხმამაღალ საუბარს და ზოგჯერ ყვირილსაც აქვს ადგილი“.

საპატრიარქოში განაცხადეს, რომ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გავრცელდება.

შეგახსენებთ, რომ სხდომა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.