ევროპარლამენტმა პოლიტიკურ პარტიებს გამჭირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა

ევროპარლამენტმა პოლიტიკურ პარტიებს გამჭირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მორიგი დებატები გაიმართა. ევროპელმა კანონმდებლებმა ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს. მათ წინასარჩევნო პერიოდში თანაბარი კონკურენციის არსებობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი და პოლიტიკურ პარტიებს გამჭირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს.

ევროპარლამენტის წარმომადგენლების თქმით, ევროპამ ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინა საქართველოს იმისთვის, რომ ისინი ევროსტანდარტებს დაუახლოვდნენ და აღნიშნეს, რომ აუცილებელია საქართველოში დაგეგმილი არჩევნები საერთაშორისო დემოკრატიის სტანდარტების დაცვით ჩატარდეს

„ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების ევროპის სტანდარტების შესაბამისად ჩატარებაა. პოლიტიკური ძალები თანაბარ პირობებში უნდა იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, არჩევნების შედეგად მთავრობამ მოსახლეობის ნდობა უნდა დაიმახუროს. ასევე მნიშვნელოვანია არჩევნებში ოპოზიციური ძალაც მონაწილეობდეს“, - აღინიშნა დებატებზე.

სტრასბურგში გამართულ დებატებს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ლიდერები - დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი - ალექსი პეტრიაშილი ესწრებოდნენ.