დიმიტრი ლორთქიფანიძე: ID ბარათების უალტერნატივობა ადამიანის თავისუფალ ნებაზე ძალადობაა

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ID ბარათების უალტერნატივობა ადამიანის თავისუფალ ნებაზე ძალადობაა

„ელექტრონული ID ბარათების უალტერნატივობა, ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც საპატრიარქოსთან მრევლსა და სასულიერო პირებთან ერთად იმყოფება.

როგორც ლორთქიფანიძე აცხადებს, მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც ელექტრონულ ბარათებთან დაკავშირებით ალტერნატივას არ უშვებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს არის ადამიანის თავისუფალ ნებაზე ძალადობა.

„პიროვნება რომელიც იბადება სახელით და გვარით და ენიჭება პირადი ნომერი, ეს უკვე საკმარისია მისი იდენტიფიცირებისთვის. ანუ პიროვნებამ  მისი სამოქალაქო უფლებები განახორციელოს სრულიად საკმარისია მხოლოდ სახელით და გვარით იყოს იდენტიფიცირებული“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე საპატრიარქოში ID მოწმობებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრია. კომისიას მეუფე იობი ხელმძღვანელობს.

საპატრიარქოში მიმდინარე სინოდის სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.