ბაქრაძე:ისეთივე თეორიული მსჯელობაა მონო და მრავალპარტიულ მთავრობაზე, როგორც ბებია, რომ ბაბუად გადაიქცეს რა ეშველებათ შვილიშვილებს

ბაქრაძე:ისეთივე თეორიული მსჯელობაა მონო და მრავალპარტიულ მთავრობაზე, როგორც ბებია, რომ ბაბუად გადაიქცეს რა ეშველებათ შვილიშვილებს

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ლევან ვეფხვაძეს დასცინა და „ომახიან ნოტზე“ გამოსვლა დაუწუნა.

„მესმის, რომ ლევან ვეფხვაძეს უნდა ომახიან ნოტზე დაასრულოს ბოლო სხდომა, თუმცა, ამაში ხელს დღის წერიგი არ უწყობს, ამიტომ გადაწყვიტა ოპოზიციური პოტენციალის რეალიზება სწორედ ამ კანონპროექტით მოეხდინა“, -  უთხრა ბაქრაძემ ვეფხვაძეს. პარლამენტმა დღეს მთავრობის საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებები განიხილა.

ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ ახალი ცვლილებების მიხედვით, მთავრობას კვორუმი აღარ სჭირდება, ეს კი მომავალში კოალიციურ მთავრობას პრობლემებს შეუქმნის.  

ვეფხვაძის აზრით, ახლა მთავრობა მონოპარტიულია, მაგრამ როდესაც კოალიციური მთავრობა იქნება, მაშინ სხვა სიტუაცია იქნება.   

ვეფხვაძეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ბაქრაძის შეფასებით, მონო და მრავალპარტიულ მთავრობაზე მსჯელობა, იგივეა იმსჯელო, რომ  ბებია რომ ბაბუად გადაიქცეს.

მან ვეფხვაძეს მოუწოდა მოვლენებს ნუ გაუსწრებს და მთავრობის სამომავლო მუშაობაზე თეორიულო მსჯელობას ნუ დაიწყებს.

„ისეთივე თეორიული მჯელობაა მონო და მრავალპარტიულ მთავრობაზე, როგორც ბებია, რომ ბაბუად გადაიქცეს რა ეშველებათ შვილიშვილებს“, - განაცხადა ბაქრაძემ და ოპოზიციას მოუწოდა „ჭიქაში ქარიშხალს ნუ ტეხენ“.