სააგენტო „ინფო 9“ კორესპონდენტ ეკატერინე დუგლაძის დევნის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სააგენტო „ინფო 9“ კორესპონდენტ ეკატერინე დუგლაძის დევნის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სააგენტო "ინფო 9" სააგენტოს კორესპონდენტ ეკატერინე დუგლაძის დევნის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ინფო 9“-ს ჟურნალისტს ეკატერინე დუგლაძეს ერთი კვირაა დასდევს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავს „მედია ჯგუფს“ უწოდებს. 7 მამაკაცი, მათ შორის ხუთი კამერით ხელში, მუდმივად დაყვება მას და უსვამს არაკორექტულ, უსაგნო და პროვოკაციულ შეკითხვებს.

ეკატერინე დუგლაძეს უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის პირობებში უწევს მუშაობა. „ინფო9-ს“ რედაქცია მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს აღკვეთონ ეს საყოველთაოდ ცნობილი კრიმინალი.

შეწყდეს ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელისშეშლა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. მოგიწოდებთ ყველა კეთილი ნების ადამიანს, გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება თავისუფალი სიტყვის დევნის გამო“ - ნათქვამია საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში..