მსოფლიო რეკორდი ტვერში: 135 კაცი ხიდიდან  ერთდროულად  გადმოხტა(VIDEO)

მსოფლიო რეკორდი ტვერში: 135 კაცი ხიდიდან ერთდროულად გადმოხტა(VIDEO)

ტვერში, ქალაქობის დღის აღნიშვნის პარალელურად რუსეთისა და დსთ-ეს ქვეყნების 135-მა ექსტრემალმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რაც რკინიგზის ხიდიდან ერთდროულად გადმოხტომაში გამოიხატებოდა.

ქალაქობის დღესთან დაკავშირებული ფესტივალის ფარგლებში 2008 წლიდან, რამდენიმე ექსტრემალი ამ ტრადიციას ყოველ წელს იმეორებს, 2008 წელს ხიდიდან ერთდროულად 20 ექსტრემალი გადმოხტა, 2009 წელს - 54, 2010-ში 66. გასულ წელს კი ხიდიდან მოსკოველი ექსტრემალების ასკაციანი ჯგუფი „Exit“ დაეშვა და  პირველი მსოფლიო რეკორდიც მაშინ დაამყარა.