შოკისმომგვრელი ფილმი ადამიან-ამფიბიებზე ყალბი აღმოჩნდა (VIDEO)

შოკისმომგვრელი ფილმი ადამიან-ამფიბიებზე ყალბი აღმოჩნდა (VIDEO)

ამერიკულ ტელეარხ Animal Planet-ზე, ცოტა ხნის წინ, გავიდა ფსევდო-დოკუმენტური ფილმი ადამიან-ამფიბიებზე. სახელწოდებით - „ქალთევზა: სხეული აღმოჩენილია“. ფილმს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრი შეშინებული ადამიანი რეკავდა ოკეანოლოგიის ცენტრში და ფაქტის გარკვევას ითხოვდა. შესაბამისად, გუშინ, ამერიკის ოკეანოლოგიისა და ატმოსფერული კვლევის ეროვნულმა ცენტრმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს  ფილმი ათასგვარი „ტრიუკებით“ ხატავს სურათს ქალთევზების,- ადამიანი ამფიბიების არსებობის შესახებ,  თითქოს ნათელს ჰფენს, იმას თუ როგორ გამოიყურებიან ისინი, მაგრამ რატომ აქამდე არ აღმოუჩენია არავის?  სინამდვილეში ეს ყველაფერი ფილმის ავტორების ფანტაზია და მხატვრული გაფორმებაა. ჩვენ ვუარყოფთ ყველანაირი მსგავსი არსებების არსებობას. ეს არის თანამედროვე კომპიუტერული ანიმაციის, სპეც ეფექტების, ისტორიული  ფაქტების, ყალბი მეცნიერული თეორიების, რეალური და არარეალური კადრების სპეკულაცია. კარგი კომბინაცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას,  ნაჩვენები ფილმი რეალურად წარმოვიდგინოთ. 

ამერიკელი მცნიერების თქმით, ეს არსებები, ნახევრად ადამიანი და ნახევრად თევზი, მხოლოდ ოკეანის მითიური პერსონაჟები არიან. 

მეცნიერებმა, მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა და მედიაში კანიბალიზმსა და ბოროტმოქმედ „ზომბებზე“  ატეხილი აურზაურისა, შეძლეს ყველა დაერწმუნებინათ, რომ სინამდვილეში არანაირი ზობმები არ არსებობენ.