ილუზიოინისტმა ცუდად ჩატარებული ტრიუკის გამოშესაძლოა თვალი დაკარგოს (VIDEO)

ილუზიოინისტმა ცუდად ჩატარებული ტრიუკის გამოშესაძლოა თვალი დაკარგოს (VIDEO)

უკრაინის „ახალი არხის“ ერთ-ერთი, შოუს „უკრაინის სასწაულების“ გადაღებებზე მოულოდნელი შემთხვევა მოხდა.

გადაცემაში მიწვეული ცნობილი ილუზიონისტი ილია საფრონოვი, ეთერში თავისი „საფირმო“ ტრიუკის, „თვალში ანკესის გატარებას“ ასრულებდა. მოულოდნელად ილია ცუდად გახდა და გადაღებების გაჩერება მოითხოვა.

აღმოჩნდა, რომ ილუზიონისტმა თვალში ანკესი ცუდად გაიყარა, თავიდან დამსწრე საზოგადოებას იმედი ჰქონდა, რომ ილია თავად უშველიდა თავს, თუმცა საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება. ექიმებმა ილია ადგილზევე გასინჯეს და მისი საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვეს.

ილუზიონისტის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა ჯერ-ჯერობით უცნობია.