დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება. სინოდის სხდომაზე, სავარუდოდ, სხვა საკითხებთან ერთად სტუდია GNS-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის შედეგად შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელებენ. ამის შესახებ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუამ განაცხადა.

გადაცემა "კვირის რეპორტაჟში" 1-ელ ივლისს გავიდა სიუჟეტი, რომელშიც, გადაცემის წამყვან ნანა ლეჟავას ინფორმაციით, ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ფარულად არის ჩაწერილი. მიტროპოლიტი ყვება, რომ თბილისის მერმა გიგი უგულავამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს უყვირა.

„საერო პირების მხრიდან, განსაკუთრებით კი გიგი უგულავასგან, პატრიარქის მიმართ ხშირად ადგილი აქვს ხმამაღალ საუბარს და ზოგჯერ ყვირილსაც", - განაცხადა მეუფემ.

თბილისის მერმა ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ტყუილსა და ცილისწამებაში დაადანაშაულა. მიტროპოლიტმა სერაფიმემ კი, თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა, რადგან, მისი თქმით, "ეს უკვე კინკლაობის ფორმას მიიღებდა". 

მეუფე მიიჩნევს, რომ "მაესტორს" ეთერში გასულმა GNS-ის სიუჟეტმა ეკლესიას დიდი დარტყმა მიაყენა და თავად მეუფე ხელისუფლებასთან დააპირისპირა და აღნიშნა, რომ ყოველთვის, საუბრობდა იმ საკითხებზე, რაზეც საუბრობს-ხოლმე და განსაკუთრებული არაფერი უთქვამს.