დევიდ კემერონი: თუ საბერძნეთს ევროკავშირიდან გარიცხავენ, ბრიტანეთი ბერძენ მიგრანტებს აღარ მიიღებს

დევიდ კემერონი: თუ საბერძნეთს ევროკავშირიდან გარიცხავენ, ბრიტანეთი ბერძენ მიგრანტებს აღარ მიიღებს

დიდ ბრიტანეთი ქვეყანაში ბერძენი მიგრანტების შესვლას აკრძალავს, თუ საბერძნეთს ევროკავშირიდან გარიცხავენ.

„ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას, რათა შევაჩეროთ ბერძენი მიგრანტების მოზღვავება ქვეყანაში. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საბერძნეთი ევროკავშირს დატოვებს“,- ბრიტანეთის პრემიერმინისტრის განცხადებას Financial Times აქვეყნებს.

საბერძნეთი უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება ბიუჯეტის დეფიციტის გამო. ფინანსურ კრიზისს პოლიტიკური კრიზისიც ემატება. მაისის საპარლამენტო არჩევნებში საბერძნეთის ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლო ხმათა უმრავლესობის მიღება და კაბინეტის ფორმირების უფლების  მოპოვება ვერ შეძლო.  განმეორებითი არჩევნები 17 მაისს ჩატარდა, თუმცა საბერძნეთი ისევ გამოუვალ ეკონომიკურ მდგომარეობაშია.