მინსკის ცაზე  „დათუნიების დესანტი“ გამოჩნდა

მინსკის ცაზე „დათუნიების დესანტი“ გამოჩნდა

შვედური გამოცემა The Local-ის ინფორმაციით, შვედურმა თვითმფრინავმა მინსკის თავზე ასობით სათამაშო დათუნია ჩამოყარა, რომელთაც მიმაგრებული ჰქონდათ ლოზუნგები წარწერით:  თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა. აქცია სარეკლამო სააგენტო Studio Total-ის ორგანიზებით ჩატარდა. ამ სააგენტომ მსგავსი აქციები შვედეთის ტერიტორიაზეც ჩაატარა.

შვედური თვითმფრინავი მინსკში ლიტვის საზღვრის გავლით შეფრინდა, ერთ-ერთი მფრინავის განცხადებით, მათ ეშინოდათ, თვითმფრინავი ბელორუსიის საჰაერო სამხედრო ძალებს არ ჩამოეგდოთ, „თუმცა ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და მინსკის ტერიტორიაზე შევაღწიეთ“,- აქვეყნებს პილოტის სიტყვებს The Local.

ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კი შვედეთის სააგენტოს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ბელორუსიის საჰაერო სივრცე „დათუნიების დესანტს“არ  დაურღვევია.