ნანა ფეიქრიშვილს შვილის გადასარჩენად ფონდი „ქომაგის“ მიერ გადარიცხული 1500 ლარი  პოკურატურამ დაუყადაღა

ნანა ფეიქრიშვილს შვილის გადასარჩენად ფონდი „ქომაგის“ მიერ გადარიცხული 1500 ლარი პოკურატურამ დაუყადაღა

ფონდი „ქომაგის“ მიერ მოქალაქისთვის  შვილის გადასარჩენად გადარიცხული 1500 ლარი პროკურატურამ დააყადაღა. ამის შესახებ დაზარალებულმა, ნანა ფეიქრიშვილმა განაცხადა, რომელიც გენერალური პროკურატურის შენობის წინ პროტესტის გამოსახატად მივიდა.

ფეიქრიშვილი გენერალური პროკურატურისგან მოითხოვს, ყადაღა მოეხსნას მის ანგარიშზე არსებულ თანხას, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის დაწვით იმუქრება. 

მისი განმარტებით, ფონდ "ქომაგმა" ივნისში შვილის ოპერაციისთვის1 500 ლარი  გადმოურიცხა .  პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს თანხა დააყადაღა. დაზარალებულის თქმით, მისი შვილი ინვალიდია და ის სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს.

„ არაერთხელ მივმართე "ნაციონალურ მოძრაობას" და მისგან დახმარებაც მივიღე, საგარანტიო ფურცელი, სადაც დადასტურებული იყო აღნიშნული დახმარება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გადმომცა, თუმცა ამ დოკუმენტით ექიმებმა ჩემს შვილს ოპერაცია არ გაუკეთეს, რის გამოც იძულებული გავხდი, ფონდ "ქომაგისთვის" მიმემართა“, - განაცხადა ფეიქრიშვილმა.

მისი თქმით, არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და მხოლოდ საკუთარი შვილის გადარჩენას ცდილობს.

„თუ თანხას ყადაღა არ მოეხსნება, თავს დავიწვავ“, - დასძინა ფეიქრიშვილმა.