უკრაინელმა დეპუტატებმა  რადაში ხელჩართული ბრძოლა გამართეს

უკრაინელმა დეპუტატებმა რადაში ხელჩართული ბრძოლა გამართეს

ხელჩართული ბრძლით დასრულდა უკრაინის პარლამენტში „რუსული ენის შესახებ კანონის“ მიღება. რეგიონების პარტიის დეპუტატები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეებრძოლნენ, რომელნიც ეროვნული უმცირესობის უფლებების გაზრდის წინააღმდეგნი იყვნენ.

რეგიონების პარტიის წარმომადგენლები მხარს უჭერენ ამ კანონპროექტის მიღებას, რადგან თვლიან, რომ ეს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის რუსულ მოსახლოებას ცხოვრებას გაუადვილებს. ახალი კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია სამუშაო ენად გამოიყენოს რეგიონალური ენა, თუ ამ ტერიტორიაზე 10%-ზე მეტი, ამ ენის მატარებელი მოსახლეობა ცხოვრობს.

კანონპროექტი დღეს მეორე მოსმენით მიიღეს. მას 450 დეპუტატიდან ხმა 248 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კანონპროექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მას ხელს მოაწერს.