კიევში „რუსული ენის შესახებ კანონს “ აპროტესტებენ

კიევში „რუსული ენის შესახებ კანონს “ აპროტესტებენ

კიევის ცენტრში „უკრაინულ სახლთან“ ოპოზიციასა და მილიციის სპეცრაზმებს შორის შეტაკება მოხდა. მილიცია ცდილობს პროტესტანტები მოაშოროს შენობას, რომელშიც ვიქტორ იანუკოვიჩი უნდა შევიდეს. „უკრაინის სახლის“ წინ იმყოფებიან ცნობილი უკრაინელი ოპოზიციონერები ვიაჩესლავ კირილენკო, არსენი იაცენკო, ანდრეი პარუბი, გენადი მოსკალი.

იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის რადა „კანონს რუსული ენის შესახებ“ მიიღებს, უკრაინის პარლამენტის სპიკერი ვლადიმერ ლიტვინი აცხადებს, რომ  თანამდებობას დატოვებს. ლიტვინის გადადგომა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ამ წუთას უკრაინის რადა მოსათათბირებლადაა გასული. რამდენიმე ხნის წინ, ამ კანონის გამო პარლამენტის სპიკერის თანამდებობა ნიკოლაი ტომენკომაც დატოვა, რომელიც ოპოზიციური ფრაქციის „პიუტ-ბატკივშჩინას“ წარმომადგენელია. 

ახალი კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია სამუშაო ენად გამოიყენოს რეგიონალური ენა, თუ ამ ტერიტორიაზე 10%-ზე მეტი, ამ ენის მატარებელი მოსახლეობა ცხოვრობს.

ოპოზიციამ ამ კანონს „მცოცავი ორენოვანი კანონი“ უწოდა.