ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინული ოპოზიცია ევრო 2012-ის თანხების მითვისებაში ადანაშაულებს

ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინული ოპოზიცია ევრო 2012-ის თანხების მითვისებაში ადანაშაულებს

უკრაინის ოპოზიციამ უმაღლესი რადასგან სპეციალური კომისიის შექმნა მოითხოვა, რომელიც ევრო-2012-ისთვის გამოყოფილი თანხების მითვისებაში ვიქტორ იანუკოვიჩის საქმეს გამოიძიებს.

„უკრაინის ოპოზიცია ითხოვს შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც გამოიძიებს სად წავიდა ევროპის ჩემპიოატის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 10 მილიარდი ევრო და რაში დახარჯა ის უკრაინის ხელისუფლებამ. უკრაინის კორუმპირებულმა და ავტორიტატულმა ხელისუფლებამ „ტესტი ევროპელობაზე“ ვერ ჩააბარა“,-განაცხადა „ცვლილებების ფრონტის“ ლიდერმა არსენი იაცენკომ.