კორეის პრეზიდენტის ძმას დიდი ოდენობით  ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ

კორეის პრეზიდენტის ძმას დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ლი მენ ბაკის ძმა ლი სან დიკი ქვეყნის პროკურატურაში დაკითხვაზე გამოიძახეს. პრეზიდენტი უფროს ძმას ბანკებისგან დიდძალი თანხების აღებაში ადანაშაულებენ, რის სანაცვლოდაც დიკი მათ მფარველობას პირდებოდა.

სააგენტო „რენხაპის“ ინფორმაციით, ლი სან დიკს ქვეყნის პროკურატურა Solomon Savings Banks-ისგან 2006-2010 წლებში 600 მილიონი ვონის, დაახლოებით 500 000 დოლარის , Kolon Group-ისგან 150 მილიონი ვონის, დაახლოებით 100 000 დოლარის,  The Korea Herald-ისგან 700 მილიონი დოლარის, დაახლოებით 612 000 დოლარის აღებას ედავება, ხოლო Mirae Savings Bank-ისგან აღებული თანხა არ ხმაურდება.

77 წლის დეპუტატი ლი სან დიკი ეროვნული კრების დეპუტატი და პარტია „სენურის“ წევრი გახლდათ. იგი პარლამენტში ექვსჯერ იყო არჩეული, რის შედეგადაც სამხრეთ კორეაში საკმაო გავლენის მოპოვება შეძლო.