მერაბიშვილმა ქართულ მედიას ბოდიში მოუხადა

მერაბიშვილმა ქართულ მედიას ბოდიში მოუხადა

  ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე იმედოვნებს, რომ  ვანო მერაბიშვილი პრემიერის რანგში რუსეთთან ურთიერთობას გამოასწორებს, რადგან მას რუსულ მედიასთან კარგი ურთიერთობის გამოცდილება გააჩნია.

ამ საკითხით დღეს თარგამაძე მერაბიშვილის ფრაქცისათან გამართულ შეხვედრაზე დაინტერესდა.

ვანო მერაბიშვილმა გიორგი თარგამაძეს საპასუხოდ განაცხადა: „რაც შეხება რუსულ მედიაზე ეჭვიანობას, მე ურთიერთობა მაქვს რუსული მედიის ლიბერალურ ნაწილთან  და თუკი ესენი მოვლენ ხელისუფლებაში, მაშინ ბევრი პრობლემა მოიხსნება“.

მერაბიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ რუსულ მედიასთან მისი ურთიერთობა იმით იყო განპირობებული, რომ რუსეთის მოსახლეობის პროგრესულ ნაწილს გაეგო ქართულ პოლიციაში მიმდინარე რეფორმების თაობაზე.

„მე მეამაყება, რომ რუსეთში ზოგადად პოლიციის რეფორმა საქართველოს სახელთან ასოცირდება“ ,- აღნიშნა მერაბიშვილმა.

მან ქართულ მედიას ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ აქამდე მათთან ინტენსიურად არ კონტაქტობდა და პირობა დადო, რომ ეს ტენდენცია შეიცვლება.