ვანო მერაბიშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილს მოხსნით „დაემუქრა“

ვანო მერაბიშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილს მოხსნით „დაემუქრა“

ვანო მერაბიშვილი ჯერ არდანიშნულ ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს უკვე მოხსნით „დაემუქრა“. ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წევრებთან შეხვედრისას დეპუტატმა პაატა დავითაიამ რეფერალურ პროგრამასთან დაკავშირებით შეკითხვა დასვა და დაიჩივლა, რომ წელიწადნახევარია ამ საკითხზე ბრძოლა მიდის, რადგან ოპერაციების დაფინანსებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრთან არსებული კომისია ღებულობს, რაც დროში ჭიანურდება.

პაატა დავითაიას სიტყვა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ რეფერალური პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო აღარ დაიბრუნებს, რაზეც ვანო მერაბიშვილმა იკითხა: რას ნიშნავს არ დავიბრუნებ?

სიტუაციის განსამუხტად გამოსავალი თავად მერაბიშვილმა იპოვა და დეპუტატებს ხუმრობით ჰკითხა: კანონით რამდენი მინისტრის მოხსნის უფლება აქვს? რაზეც პასუხად მიიღო, რომ 5 მინისტრის მოხსნა შეუძლია.

"აქაც ხუთია?" - იკითხა მერაბიშვილმა, რასაც ხარხარი მოჰყვა.