100 დოლარიან პენსიას ხალხს მერაბიშვილიც ჰპირდება

100 დოლარიან პენსიას ხალხს მერაბიშვილიც ჰპირდება

პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი 100 დოლარიანი პენსიის გაცემას 2013 წლის ბიუჯეტიდან პროგნოზირებს. 3 კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ დანაპირებს შეასრულებენ და ყველა მოქალაქეს ექნება დაზღვევა.

„ვისაც ექნება სურვილი, ყველა იქნება დაზღვეული“, - აღნიშნა მერაბიშვილმა.

მან ასევევ ისაუბრა დასაქმების შესახებ და პირობა დადო, რომ ძალიან მალე ადამიანებს დასაქმებისთვის რეგიონულ ცენტრებში ჩასვლა აღარ მოუწევთ.
მისი თქმით, დღეს აჭარიდან ადამიანები დასაქმებისთვის სხვაგან აღარ მიდიან, რადგან იქ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
მერაბიშვილის თქმით, სულ მალე ასე იქნება იმერეთშიც, კახეთშიც და ყველა რეგიონში.
მერაბიშვილმა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მდიდარი ქართველი გლეხი მდიდარი სოფლის გარანტიაა.

„ძლიერი სოფელი არის მდიდარი სახელმწიფო. ახლა ფინანსურად ქალაქი ეხმარება სოფელს“, - აღნიშნა მერაბიშვილმა. მისივე თქმით,  მომავალი 4 წლის განმავლობაში 4 მილიარდი სოფლის განვითარებისთვის დაიხარჯება.

„შეიქმნება 500–ზე მეტი ახალი სოფლის მეურნეობის საწარმო“, - აღნიშნა მერაბიშვილმა.