მერაბიშვილი ირწმუნება, რომ მომავალ 4 წელში ბიუჯეტი 40 მილიარდამდე გაიზრდება

მერაბიშვილი ირწმუნება, რომ მომავალ 4 წელში ბიუჯეტი 40 მილიარდამდე გაიზრდება

მომავალი 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტი საერთო ჯამში 40 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ განცხადება  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ვანო მერაბიშვილმა დღეს ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.

ფრაქციის წევრებს მერაბიშვილისთვის მწვავე შეკითხვები არ დაუსვამთ და მხოლოდ შეფასებებით შემოიფარგლნენ.

თორთალაძის ფრაქციის წევრების ერთმა ნაწილმა სამთავრობო პროგრამა მოიწონა, ხოლო ედპ–ს წევრმა გურამ ჩახვაძემ მერაბიშვილს ეროვნულ–დემოკრატების პროგრამა გადასცა. 

ფრაქციია წევრმა პაატა დავითაიამ სამთავრობო პროგრამას ამბიციური გეგმა უწოდა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე გია თორთალაძემ აღნიშნა, რომ პროგრამაში პრიორიტეტები სწორად არის შერჩეული.