ხათუნა დეკანოიძე: 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ

ხათუნა დეკანოიძე: 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე მიზნის მისაღწევად 24 საათიან რეჟიმში აპირებს მუშაობას. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, მასწავლებლები უფრო მეტად უნდა დაფასდნენ და ქვეყანაში განათლების დონე უნდა ამაღლდეს.  „ჩემი ამოცანა იქნება მეტი სარგებლობა მიიღოს ხალხმა, ვინც განათლების სექტორშია დასამებული“ - განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძე მინისტრობის სხვა კანდიდატებთან ერთად ამ წუთებში პარლამენტში იმყოფება, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ფრაქციებთან და კომიტეტებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა, შს მინისტრობის კანდიდატი ბაჩო ახალიაც.